Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ეროვნულმა ფორუმმა" ბურჯანაძე გააკვირვა


ეროვნული ფორუმის წარმომადგენლებმა სახალხო კრების მიერ არჩეულ ორგანოებში საკუთარი უფლებამოსილება დროებით შეიჩერეს. ფორუმის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სახალხო კრება და მისი გადაწყვეტილებები ქვეყნის ბოლოდროინდელ, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა და არ უნდა იქცეს პოლიტიკური ბატალიების ასპარეზად. ეროვნული ფორუმი იზიარებს წარმომადგენლობითი სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფის ცალკეული წევრების პოზიციას, რომ გადაწყვეტილებათა აღსრულების პროცესში უპირატესობა სამოქალაქო საზოგადოებას უნდა მიენიჭოს. დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერისთვის ნინო ბურჯანაძისთვის "ეროვნული ფორუმის" გადაწყვეტილება სახალხო კრებაში უფლებამოსილების დროებით შეჩერების თაობაზე, დასანანია . როგორც ბურჯანაძემ დღეს ჟურნალისტებს გაზეთ "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში განუცხადა, ცოტა სირცხვილიც არის, რომ სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს წევრის ქმრის ინტერვიუს გამო, კრებას გაემიჯნო.
XS
SM
MD
LG