Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიის საპატიმროებიდან დემონსტრანტების გათავისუფლება დაიწყეს


ბელორუსიის მთავრობამ ციხეებიდან იმ ადამიანების გათავისუფლება დაიწყო, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ მოწყობილი პროტეტსისთვის დაააკვეს. გავრცელებული ინფორმაციით, 29 დეკემბერს საპატიმრო დატოვა 20-მა კაცმა, რომლებსაც ათდღიანი პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი. 19 დეკემბერს მინსკის ქუჩებში პეზიდენტ ვიქტორ ლუკაშენკოს გამარჯვების საწინააღმდეგო მანიფესტაციაში მონაწილეობის გამო, ბელორუსმა სამართალდამცველებამ 600 დემონსტრანტის და პრეზიენტობის 5 კანდიდატი დააპატიმრა. დასავლეთმა მკაცრად დაგმო ბელორუსიაში ჩატარებული არჩევნები და პოლიციის გადაჭარბებული ძალის გამოყენება.
XS
SM
MD
LG