Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის მოსახლეობის მესამედზე მეტი ინტერნეტმომხმარებელია


ჩინეთი აცხადებს, რომ ქვეყანაში ინტერნეტმომხმარებლების რიცხვი 450 მილიონს აღწევს, ანუ ქვეყნის მოსახლეობის (მილიარდ 300 მილიონი) მესამედზე მეტს. ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს საინფორმაციო ოფისის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ გასულ წელთან შედარებით მაჩვენებელი 20%-ზე მეტით გაიზარდა. ჩინეთის ხელისუფლების ცნობით, პორნოგრაფიის, ძალადობისა და მავნე მასალების აკრძალვის გამო ინტერნეტში 60 ათასი საიტი დაიხურა და ამით ინტერნეტგარემო ჩინეთში ”ბევრად სუფთა” გახდა.
XS
SM
MD
LG