Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთის გაზეთები პროტესტს გამოთქვამენ მედიის შესახებ ახალი კანონის გამო


უნგრეთის ორი წამყვანი გაზეთის შეფასებით, მედიის შესახებ ახალი კანონის ამოქმედებამ ბოლო მოუღო მედიის თავისუფლებას ამ ქვეყანაში. კანონი ძალაში შევიდა 1 იანვარს - იმავე დღეს, როცა უნგრეთი შეუდგა ევროკავშირის ექვსთვიან მორიგე თავმჯდომარეობას. უნგრეთის უდიდესმა გაზეთმა „ნეფშაბადშაგმა“ პირველ გვერდზე დაბეჭდა ფრაზა „უნგრეთში მთავრდება პრესის თავისუფლება“ 27-წევრიანი ევროკავშირის ყველა ოფიციალურ ენაზე. მემარცხენე გაზეთმა „ნეპშავამ“ კი ევროკავშირს მოუწოდა, მხარდაჭერა გაუწიოს უნგრეთში პრესის თავისუფლების დაცვას. 1 იანვარს ამოქმედებული კანონით, ახალ სამეთვალყურეო საბჭოს შეუძლია გადაწყვიტოს, დაარღვია თუ არა ამათუიმ მედიაგამოცემამ „დაბალანსებული“ და „ეთიკური“ ჟურნალისტიკის ნორმები. ამასთან, სამეთვალყურეო საბჭოში გადამწყვეტ სიტყვას ამბობენ უნგრეთის მმართველ პარტია „ფიდესის“ მიერ შერჩეული კანდიდატები.
XS
SM
MD
LG