Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”საია” აქციის ძალით დაშლას დანაშაულად მიიჩნევს


ვეტერანთა აქციის ძალით დაშლის გამო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დღეს მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს და მთავარ პროკურატურას. ასოციაციის განცხადებით, პოლიციელებმა, რომლებსაც აქციის შეწყვეტის მოთხოვნის უფლება არ ჰქონდათ, მის მინაწილეებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და რამდენიმე ადამიანი უსაფუძვლოდ დააკავეს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ პოლიციამ უფლებამოსილებას გადაამეტა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. ამ შეფასებიდან გამომდინარე, ასოციაცია მოითხოვს, დაიწყოს გამოძიება და დაისვას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი იმ პირებისა, რომლებმაც აქციის დაშლის გადაწყვეტილება მიიღეს და მის დაშლაში მონაწილეობდნენ.
XS
SM
MD
LG