Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაჯიკეთში რამდენიმე ექსტრემისტი მოკლეს


დღეს აღმოსავლეთ ტაჯიკეთში მდებარე რაშტის ხეობაში განხორციელებული ოპერაციისას მოკლეს რვა ექსტრემისტი, მათ შორის ალოვუდინ დავლატოვი - ტაჯიკეთში სამოქალაქო ომის პერიოდის ოპოზიციის წარმომადგენელი და საველე მეთაური. უსაფრთხოების ოპერაცია განხორციელდა რეგიონში, სადაც ექტრემისტებთან შეტაკება მოხდა 2010 წლის სექტემბერში. ტაჯიკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარებმა იერიში მიიტანეს შენობაზე, რომელსაც თავს აფარებდა ექსტრემისტების ჯგუფი. გასული სექტემბრის შემდეგ რაშტის რაიონში შეტაკებების შედეგად დაიღუპა ასამდე ადამიანი, მათ შორის სამხედროები, ექსტრემისტები და სამოქალაქო პირები.
XS
SM
MD
LG