Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა გილაური მაღალ ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქვეყანაში პროგნოზირებულზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობს. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ მსგავს იმედს ახალი ეკონომიკური კურსი აძლევს. პრემიერის თქმით, პირველი იანვრიდან ამოქმედდა ახალი საგადასახადო კოდექსი, რომელიც კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიქმნა. ნიკა გილაურმა მოუწოდა ყველა დაინტერესებულ პირს, ახალ კოდექსში რაიმე ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, მიმართონ ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურს და პრემიერ-მინისტრის აპარატს. გილაურის თქმით, მთავრობას სურს, რომ ახალი კურსის შესაბამისად კერძო სექტორმა ფინანსთა სამინისტროსთან მჭიდროდ ითანამშრომლოს.
XS
SM
MD
LG