Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მომავალ თვეში განიხილავენ ასანჟის შვედეთში ექსტრადიციის საკითხს


ვიკილიკსის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი დღეს ლონდონის სასამართლოში გამოცხადდა - პირველად მას შემდეგ, რაც ის თავდებით გაათავისუფლეს 16 დეკემბერს. შვედეთი მოითხოვს მის ექსტრადიციას სექსუალური ძალადობის ბრალდების საფუძველზე. 39 წლის ასანჟი, რომელიც ავსტრალიის მოქალაქეა, ბრალდებას უარყოფს. ის და მისი მხარდამჭერები ირწმუნებიან, რომ სამართლებრივი დევნის ნამდვილი მიზეზია ვაშინგტონის მწვავე უკმაყოფილება ვიკილიკსის მიერ ამერიკელი დიპლომატების საიდუმლო შეტყობინებების გამოქვეყნებით. სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, ის შემდეგ სხდომაზე, 7-8 თებერვალს განიხილავს შვედეთში ასანჟის ექსტრადიციის საკითხს.
XS
SM
MD
LG