Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი „არასრულად“ მიიჩნევს ავიაკატასტროფის გამოძიებას


პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი „არასრულად“ მიიჩნევს რუსეთის ანგარიშს, რომელიც მომზადდა პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფის გამოძიების საფუძველზე. ტუსკის განცხადებით, პოლონეთი რუსეთს სთხოვს კონსულტაციებს, ავიაკატასტროფის შესახებ ანგარიშის „საერთო ვერსიაზე შესათანხმებლად“. ავიაკატასტროფა შარშან, 10 აპრილს მოხდა დასავლეთ რუსეთის ქალაქ სმოლენსკთან. მან თვითმფრინავში მყოფი 96-ვე ადამიანის, მათ შორის ლეხ კაჩინსკის სიცოცხლე შეიწირა. რუსი გამომძიებლების ანგარიშში, რომელიც ოთხშაბათს წარმოადგინეს, პოლონელ მფრინავებს აკისრებენ პასუხისმგებლობას ავიაკატასტროფაზე. ანგარიშის მიხედვით, მფრინავებს სათანადო მომზადება აკლდათ და თან განიცდიდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ბორტზე მყოფი გენერლისაგან, დაჯდომა განეხორციელებინათ უამინდობის მიუხედავად.
XS
SM
MD
LG