Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დანიაში ასამართლებენ მხატვარ-კარიკატურისტზე თავდასხმაში ეჭვმიტანილს


დანიის ქალაქ ორჰუსის სასამართლოში დაიწყო სომალის მოქალაქის სასამართლოს პროცესი, რომელზეც განიხილავენ მხატვარ-კარიკატურისტ კურტ ვესტერგაარდზე - წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურის ავტორზე - თავდასხმის საქმეს. მუჰამად ჯილე 2010 წლის იანვარში დააკავეს მას მერე, რაც მხატვრის სახლში დანით და ნაჯახით შეიარაღებული შეიჭრა და მის მოკვლას ცდილობდა. მხატვრის ოჯახმა დამალვა და პოლიციის გამოძახება მოახერხა. თუკი ბრალი დაუმტკიცეს, ჯილეს სამუდამო პატიმრობა ელის. 2005 წელს ესტერგაარდის ნამუშევრებმა მაჰმადიანურ ქვეყნებში აღშფოთება გამოიწვია.

XS
SM
MD
LG