Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს დილიდან დევნილების გამოსახლება დაიწყო


დღეს დილით პოლიციამ დაიწყო დევნილების გამოსახლება მათ მიერ დაკავებული რამდენიმე შენობიდან. სააგენტო ”ინტერპრესნიუსის” ცნობით, გამოსახლება დაიწყო ორხევის დასახლებაში მდებარე საბაჟო დეპარტამენტის ყოფილი შენობიდან და ბაგებში მდებარე სტუდქალაქის ერთ-ერთი შენობიდან. დევნილების ცნობით, მათ წერილი გამოსახლების შესახებ წუხელ მიიღეს, თუმცა დრო და თარიღი მითითებული არ იყო. სტუდქალაქის ტერიტორია პოლიციელებით არის გარშემორტყმული. განსხვავებული ცნობები ვრცელდება ევროკავშირის დამკვირვებლების შესახებ - ერთი ინფორმაციით გამოსახლების პროცესს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სამი წარმომადგენელი ადევნებს თვალს, მეორე ცნობით კი სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები პოლიციამ სტუდქალაქის ტერიტორიაზე არ შეუშვა.
XS
SM
MD
LG