Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთის ლიდერი ევროკავშირისა და ნატოს ლიდერებს ხვდება


ბრიუსელში უზბეკეთის პრეზიდენტი ისლამ ქარიმოვი, ევროკავშირისა და ნატოს ოფიციალურ წარმომადგენლებს ხვდება. ქარიმოვი მოელაპარაკა ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუს და ევროკომისარს ენერგეტიკის საკითხებში, გუნტერ ოტინგერს. მხარეებმა ხელი მოაწერეს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს. მასპინძლებმა ქარიმოვს მის ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე მიანიშნეს, რომ ევროპაში უფლებადამცავები შეშფოთებული არიან ამის გამო, და რომ უზბეკეთის მთავრობამ მათი დაცვა უნდა უზრუნველჰყოს. ქარიმოვმა პირობა მისცა მასპინძლებს, რომ გააგრძელებს დემოკრატიულ რეფორმებს. ქარიმოვი ხვდება ნატოს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენსაც, ალიანსთან უზბეკეთის თანამშრომლობაზე მოსალაპარაკებლად. ბრიუსელში უზბეკეთის პრეზიდენტის ვიზიტს ბევრი ოპონენტი ჰყავს. ისინი აკრიტიკებენ ევროკავშირისა და ნატოს უმაღლესი რანგის წარმომადგენელთა გადაწყვეტილებას, შეხვდნენ ქარიმოვს, უზბეკეთში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მძიმე ვითარების მიუხედავად.
XS
SM
MD
LG