Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში 14 სავარაუდო მეამბოხე მოკლეს


ავღანეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ავღანელმა და მრავალეროვანი ჯარების წარმომადგენელმა ჯარისკაცებმა 14 სავარაუდო მეამბოხე მოკლეს სხვადასხვა ოპერაციის შედეგად. აღმოსავლეთში მდებარე ნანგარჰარის პოლიციის უფროსის ცნობით, კვირას ხოგანის რაიონში მოკლეს თალიბანის ერთ-ერთი ლიდერი, მოლა ანვარი და მისი 12 მებრძოლი. ამავე წყაროს ცნობით, ავღანელი და კოალიციის ჯარისკაცების წინააღმდეგ მიმართული რამდენიმე იერიშის უკან ანვარი იდგა. ანვარის დაღუპვა დაადასტურა ნატომაც, თუმცა, მის განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპერაცია პარასკევს განხორციელდა. ნატო იუწყება ასევე, რომ კვირას, ლოგარის პროვინციაში მოწყობილი იერიშის შედეგად მოკლეს თალიბანის ჯაშუში, რომელიც იარაღითა და ავტომანქანებით ამარაგებდა მეამბოხეებს.
XS
SM
MD
LG