Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში მუშაობას შეუდგა ახალი პარლამენტი


ავღანეთში მუშაობას შეუდგა ახალი პარლამენტი. პირველი სესია გახსნა პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ, რითაც ბოლო მოეღო კანონმდებლებთან მის დაპირისპირებას. საპარლამენტო არჩევნები ავღანეთში გასული წლის სექტემბერში ჩატარდა. გავრცელებული ინფორმაციით, აღირიცხა გაყალბების მრავალი შემთხვევა. კარზაის სურვილი იყო ინაუგურაციის ერთი თვით გადადება, რათა საგანგებო ტრიბუნალს შეძლებოდა გაყალბების შესახებ ბრალდებების გამოძიება. მაგრამ, როგორც თვით ავღანეთში, ისე უცხოეთიდან ზეწოლის გამო, კარზაი დათანხმდა დღევანდელ ინაუგურაციას. დღეს კარზაიმ კანონმდებლებს მოუწოდა, გვერდზე გადადონ უთანხმოებები ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.
XS
SM
MD
LG