Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰოლანდიის მთავრობამ ირანთან კონტაქტი გაწყვიტა


ჰოლანდიის მთავრობამ დღეს განაცხადა, რომ წყვეტს ურთიერთობას ირანთან, მას შემდეგ, რაც ისლამურ რესპუბლიკაში ირანული წარმოშობის ჰოლანდიის მოქალაქე ქალი ჩამოახრჩვეს. სააგენტო „ფრანს-პრესს“ მოჰყავს ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის სიტყვები - რომ ზაჰრა ბაჰრამის სიკვდილით დასჯის შესახებ ირანის ელჩისგან ინფორმაციის მიღების შემდეგ, ჰოლანდიამ გადაწყვიტა, ირანთან ყველანაირი კონტაქტი გაწყვიტოს. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ბაჰრამი ნარკოტიკების შენახვის და რეალიზაციის გამო ჩამოახრჩვეს. ბაჰრამი მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც ირანში ვიზიტისას ანტისამთავრობო გამოსვლებში მიიღო მონაწილეობა.
XS
SM
MD
LG