Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუნისში ისლამისტი ლიდერი დაბრუნდა


ტუნისის ისლამისტი ლიდერი, რაშიდ ღანუში დღეს სამშობლოში დაბრუნდა - მას შემდეგ, რაც ტუნისიდან გაძევების გამო უცხოეთში 20 წელიწადი დაჰყო. ის იმედს გამოთქვამს, რომ მის მოძრაობას, „ენაჰდას“, ანუ „გამოღვიძებას“, პოლიტიკური მომავალი აქვს, ტუნისში მმართველი პოლიტიკური რეჟიმის ჩამოგდების შემდეგ. ლონდონიდან ჩასულ ღანუშის ტუნისის აერიპორტში ათასობით მომხრე შეეგება. მათი ნაწილი გამოთქვამდა შეშფოთებას, რომ ღანუშის პოლიცია დააპატიმრებს. მიმდინარე თვეში ტუნისში სახალხო აჯანყებას პრეზიდენტ ზინე ელ აბიდინ ბენ ალის ჩამოგდება მოჰყვა. 69 წლის ღანუში ქვეყნიდან ბენ ალის ხელისუფლების პირობებში გააძევეს, მისი მოძრაობა კი ოფიციალურად აკრძალეს. ახლა კი ტუნისი დროებითმა მთავრობამ გარკვეულწილად შეამსუბუქა პოლიტიკური პარტიებისთვის დაწესებული შეზღუდვები.
XS
SM
MD
LG