Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელ ბარადეი: მუბარაკი დღესვე უნდა გადადგეს


ეგვიპტის ოპოზიციის წარმომადგენელი, მუჰამედ ელ ბარადეი აცხადებს, რომ პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაკი „დღესვე“ უნდა გადადგეს, რათა ქვეყანაში ეროვნული თანხმობის მთავრობის ფორმირება გახდეს შესაძლებელი. მუბარაკი „დღესვე უნდა წავიდეს ... ამას მოჰყვება უმტკივნეული გადასვლა ეროვნული თანხმობის მთავრობაზე. ამის შემდეგ კი გატარდება ყველა საჭირო ზომა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად“ - განაცხადა ნომელის პრემიის ლაურეატმა, ელ ბარადეიმ, CNN-თან ინტერვიუში. მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ ავტორიტეტს კარგავს, რადგან თან ეგვიპტეში დემოკრატიის დამყარების მოწოდებით გამოდის და თან პრეზიდენტ მუბარაკის მხარდაჭერას განაგრძობს. ბარადეი უწინ გაეროს ბირთვულ სააგენტოს ედგა სათავეში. ეგვიპტეში ის 27 იანვარს დაბრუნდა ვენიდან და აცხადებს, რომ თუკი ასეთი თხოვნით მიმართავენ, ის მზად არის ეგვიპტეს პოლიტიკური ცვლილების პერიოდში დაეხმაროს. საღამოს ელ ბარადეი კაიროს ცენტრში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციას შეუერთდა. დღეს უფრო ადრე ეგვიპტის ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა ჯგუფმა - აკრძალულმა მუსულმანთა საძმომ - თანხმობა განაცხადა მხარი დაუჭიროს ელ ბარადეის გაგზავნას პრეზიდენტ მუბარაკის რეჟიმთან მოლაპარაკებაზე. დღის განმავლობაში ეგვიპტის ქალაქების ქუჩებში გააძლიერეს სამხედროთა რაოდენობა, მას შემდეგ, რაც ანტი-სამთავრობო აქციები წუხელ მაროდიორობის და ვანდალიზმის თანხლებით წარიმართა. სამხედროებმა კაიროს, ალექსანდრიის, სუეცის და სხვა ქალაქების ქუჩებში პოლიციელები ჩაანაცვლეს. თუმცა დღეს საღამოს ეგვიპტის მთავრობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით ქუჩებში ისევ პოლიცია დააბრუნა. კაიროს თავზე, დაბალ სიმაღლეზე, საბრძოლო ვერტმფრენები განაგრძობენ ფრენას. ბევრი ვარაუდობს, რომ ამით სამხედრო სტურუქტურებს იმის დემონსტრირება სურთ, რომ ქალაქს აკონტროლებენ.
XS
SM
MD
LG