Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთის საკონსტიტუციო საბჭომ რეფერენდუმის იდეა დაიწუნა


ყაზახეთის საკონსტიტუციო საბჭომ მხარი არ დაუჭირა პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევისთვის პრეზიდენტობის 2020 წლამდე გახანგრძლივების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას. მიმდინარე თვის დასაწყისში ყაზახეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა რეფერენდუმის ჩატარებას, რაც კიდევ ათი წლით გაახანგძლივებდა ნაზარბაევის პრეზიდენტობას. ნაზარბაევმა საკითხის განხილვა საკონსტიტუციო საბჭოს დაავალა. საბჭოს თავმჯდომარე იგორ როგოვმა დღეს განაცხადა, რომ რეფერენდუმის ჩატარების შესახებ კანონი არაკონსტიტუციურია. ნურსულთან ნაზარბაევი აცხადებს, რომ აპირებს მონაწილეობა მიიღოს 2012 წლის არჩევნებში. 70 წლის ნაზარბაევი 20 წელზე მეტია მართავს ყაზახეთს. ყაზახეთში ჩატარებული არჩევნები საერთაშორისო მეთვალყურეებს არასდროს შეუფასებიათ თავისუფლად და სამართლიანად. რეფერენდუმის გეგმა კი შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა გააკრიტიკეს.
XS
SM
MD
LG