Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის არმიაში ოფიცრების რიცხვი გაიზრდება


რუსეთის შეიარაღებულ ძალებში გაისიდან ოფიცრების რიცხვი, ადრე დაგეგმილთან შედარებით, გაიზრდება 70 ათასით. როგორც პრეზიდენტ მედვედევთან თათბირის შემდეგ თავდაცვის მინისტრმა, ანატოლი სერდიუკოვმა განაცხადა, ამის მიზეზი ისაა, რომ ქვეყანაში იქმნება დამატებითი სამხედრო ფორმირებები, კერძოდ, სამხედრო-კოსმოსური ძალები. მინისტრმა ადრე თქვა, რომ რეფორმის თანახმად, შეიარაღებული ძალების რიცხვი შემცირდა მილიონამდე. ამასთან, ოფიცერთა რიცხვი 350-დან 150-მდე შემცირდა. ამდენად, 2012 წლისთვის, ოფიცერთა შემადგენლობის რიცხვი 220 ათასამდე გაიზრდება.
XS
SM
MD
LG