Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთში ბასკების ახალი პარტია იქმნება


ესპანეთში ბასკების ახალი პოლიტიკური პარტია იქმნება. ბასკი სეპარატისტების გაერთიანების „ეტას“ პოლიტიკური ფრთის, პარტია „ბატასუნას“ ლიდერმა განაცხადა, პარტია უარს ეუბნება ძალადობას და აპირებს ჩაერთოს მაისის მუნიციპალურ არჩევნებში. „ბატასუნა“ აიკრძალა 2003 წელს ექსტრემისტებთან მჭიდრო კავშირის გამო. „ეტამ“ სექტემბერში გამოაცხადა, რომ ხელს იღებს ძალადობაზე და ხელისუფლებასთან შერიგების სურვილი გამოთქვა. მას შემდეგ ორგანიზაციას არცერთი ტერორისტული აქტი არ მოუწყვია.
XS
SM
MD
LG