Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში თვითმკვლელმა ტერორისტმა 18 ჯარისკაცი შეიწირა


პაკისტანის ჩრდილოდასავლეთში, ქალაქ მარდანში თვითმკვლელმა ტერორისტმა სამხედრო საწვრთნელ ბაზაზე თავი აიფეთქა. დაიღუპა 18 ჯარისკაცი, დაიჭრა 20-ზე მეტი. სამხედროებმა სასწრაფოდ გადაკეტეს ტერიტორია. აფეთქების ადგილზე შეღწევა პოლიციისთვისაც კი რთული აღმოჩნდა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.
XS
SM
MD
LG