Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის არმია დემოკრატიის პირობას დებს


ეგვიპტის ახალმა სამხედრო მმართველობამ გამოაცხადა, რომ ეს ქვეყანა შეასრულებს ყველა საერთაშორისო და რეგიონულ ხელშეკრულებას და გზას გაუკვალავს დემოკრატიას. შეიარაღებული ძალების უზენაესმა საბჭომ განაცხადა, რომ ახლანდელი მთავრობა დარჩება, რათა მოხდეს მშვიდობიანი გადასვლა „არჩეულ სამოქალაქო ხელისუფლებაზე, რომ აშენდეს თავისუფალი დემოკრატიული სახელმწიფო“. საბჭოს ვადები არ დაუსახელებია. დედაქალაქ კაიროში, ტაჰრირის მოედანზე, სადაც 18 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა საპროტესტო გამოსვლები, რომელიც პრეზიდენტ მუბარაქის გადადგომით დასრულდა, დასუფთავება დაიწყო. ახალგაზრდულმა და ოპოზიციურმა ორგანიზაციებმა გამოაცხადეს, რომ წყვეტენ საპროტესტო გამოსვლებს. ისინი ყოველკვირეულ გამოსვლებს მოაწყობენ, რათა სამხედრო მეთაურობამ გააგრძელოს დემოკრატიული რეფორმებისკენ სვლა.
XS
SM
MD
LG