Accessibility links

ირანში ეგვიპტეში ამბოხს „ისლამურ რევოლუციას“ ადარებენ


ირანის უზენაესი სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ, საიდ ჯალილმა, ეგვიპტის მოვლენების შეფასებისას, განაცხადა, რომ მუბარაქმა და მისმა დასავლელმა მხარდამჭერებმა ეგვიპტელი ხალხის ხმა 30-წლიანი დაგვიანებით გაიგონეს. მისი თქმით, მუბარაქის ჩამოგდება 11 თებერვალს, ირანის ისლამური რევოლუციის 32 წლისთავის დღეს, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების გამარჯვებაა. აშშ-მა ირანის სიცრუეში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ირანს შეჩერებული ჰქონდა ეგვიპტეში საპროტესტო გამოსვლების შესახებ სპარსულ ენაზე საინფორმაციო მაუწყებლობა, რადგან ეშინოდა, რომ ეგვიპტის საპროტესტო გამოსვლების ტალღა ამ ქვეყანასაც გადაედებოდა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG