Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგოლ ვაშაძემ აშშ-ში ვიზიტი დაასრულა


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დაასრულა ვიზიტი აშშ-ში, სადაც ამერიკელ კონგრესმენებს და სახელმწიფო მდივანს შეხვდა. ჰილარი კლინტონთან შეხვედრის შემდეგ გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ განხილულ საკითხებს შორის იყო სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში მუშაობის გაგრძელება, თანამშრომლობა ავღანეთში მიმდინარე ოპერაციაში, საქართველოს დაჩქარებული სვლა ნატოსკენ, სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოება და რუსეთის მოქმედებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
XS
SM
MD
LG