Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჰრეინში უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს


ბაჰრეინის უსაფრთხოების ძალებმა დღეს ცრემლმდენი გაზი და ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს - მას შემდეგ, რაც ათასობით დემონსტრანტი არ დამორჩილდა მთავრობის მხრიდან აქციების აკრძალვას და მანამის ცენტრში მდებარე მოედანზე მაინც გავიდა. ძალადობას, გავრცელებული ცნობებით, ბევრი ადამიანის დაშავება მოჰყვა - თუმცა ამ ინციდენტიდან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. რამდენიმე საათით ადრე დაკრძალეს ის ოთხი დემონსტრანტი, რომელიც ხუთშაბათს ემსხვერპლა პოლიციის მხრიდან გამოჩენილ სისასტიკეს. პროცესიის მონაწილეები ბაჰრეინის მმართველი, დასავლეთის მოკავშირე, სუნიტური მონარქიის დამხობის მოწოდებებით გამოდიოდნენ. ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას შიიტები შეადგენენ.
XS
SM
MD
LG