Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქეთი ორჯონიკიძე: „ჩემთვის „ევროვიზიის“ კონკურსის პირობები მიუღებელია“


ქეთი ორჯონიკიძე
ქეთი ორჯონიკიძე
მომღერალმა ქეთი ორჯონიკიძემ ”ევროვიზიის” შესარჩევი კონკურსიდან საბუთები გამოიტანა, რის მიზეზადაც მომღერალმა კონკურსის ორგანიზატორების მიერ შეთავაზებული მიუღებელი პირობები დაასახელა. “შესარჩევი კონკურსის პირველ შეკრებას ჩემი წარმომადგენელი დაესწრო. კონკურსის თანახმად, თურმე მუსიკა ფონოგრამაზე უნდა ყოფილიყო, მე კი მემღერა. ჩემს ჯგუფში სერიოზული ხალხი უკრავს და სცენაზე ტყუილად ხელებს ვერ ვაქნევინებდი“, - განაცხადა მომღერალმა რადიო თავისუფლებასთან სატელეფონო საუბარში. ამავე დროს მან წარმატება უსურვა იმ ქართველ მომღერლებს, რომლებიც საქართველოს სახელით მიიღებენ მონაწილეობას „ევროვიზიის“ კონკურსში.



  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG