Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადაფის მომხრეები ტრიპოლიში იკრიბებიან, აღმოსავლეთის ქალაქები ოპოზიციის ხელშია


გავრცელებული ცნობებით, ტრიპოლიში ინტენსიური სროლა ისმოდა, როცა მუამარ კადაფის ათობით მომხრე აქციის გამართვისთვის შეიკრიბა მას შემდეგ, რაც ლიბიის ლიდერმა მათ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების ჩახშობაში დახმარება სთხოვა. ტრიპოლის მცხოვრებნი ამბობენ, რომ შიშით სახლებს ვერ ტოვებენ, რადგან კადაფის მომხრე ძალები ქუჩებში ხალხს განურჩევლად უხსნიან ცეცხლს. ანტი-სამთავრობო დემონსტრაციების მონაწილეები ქვეყნის აღმოსავლეთში რამდენიმე ქალაქს აკონტროლებენ. მათ უწინდელი მონარქიის დროშები აღმართეს. კადაფის წინააღმდეგ სულ უფრო მეტი ლიბიელი დიპლომატი გამოდის. ავსტრიაში ლიბიის საელჩომ დღეს დაგმო „მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გადამეტებული ძალადობა“ და განაცხადა, რომ ახლა ის ლიბიის ხალხის ხმას წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG