Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯეიმს სტეინბერგი და ფილიპ გორდონი ბაქოში გაემგზავრნენ


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს სტეინბერგი და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონი დღეს თბილისში შეხვდნენ საქართველოს ხელისუფლებას, სახალხო დამცველსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ამერიკელი დიპლომატებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა შეხვედრისას საუბარი იყო ადამიანის უფლებებზე, არჩევნებზე და მასმედიისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის აუცილებლობაზე. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას. რადიო თავისუფლებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგი კაპანაძემ, აცნობა, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ და ამერიკელმა დიპლომატებმა დღევანდელი შეხვედრისას საკითხთა ფართო სპექტრი განიხილეს. მათ შორის რეგიონში არსებული ვითარება, ჟენევის ფორმატით მოლაპარაკების გაგრძელების აუცილებლობა, საქართველოსა და აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობა და სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შესრულება. ჯეიმს სტეინბერგი და ფილიპ გორდონი თბილისიდან ბაქოში გაემგზავრნენ.
XS
SM
MD
LG