Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადაფი: „ლიბიაში საპროტესტო გამოსვლების უკან ოსამა ბინ ლადენი დგას“


ლიბიის ლიდერმა, მუამარ კადაფიმ, რომლის წინააღმდეგ ამბოხებაა მის ქვეყანაში, ტერორისტიული ქსელის ალ ყაიდის მეთაური, ოსამა ბინ ლადენი დაანაშაულა, რომ ის დგას მის ქვეყანაში ამბოხების უკან. კადაფიმ, რომელიც ტელევიზიით, პირდაპირ ეთერში გამოვიდა, სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულებს და მათ „ლიბიის შვილები“ უწოდა. კადაფიმ ქალაქ ზავიას მცხოვრებთ, რომლებიც მწვავე ბრძოლას აწარმოებენ სამთავრობო ჯარებთან, ბრალად დასდო ჰალუცინოგენური ნარკოტიკების მიღება. ამ ეტაპზე კადაფის ეს გამოსვლა შეუსაბამოდ ჟღერდა. კადაფის მოწინააღმდეგეები აკონტროლებენ ქვეყნის აღმოსავლეთს. ისინი დღეს აპირებდნენ ტრიპოლიზე მარშს კადაფის ჩამოგდების მიზნით. დღეს ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა, კეტრინ ეშტონმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც გმობენ ლიბიაში საპროტესტო გამოსვლების ძალით ჩახშობას.
XS
SM
MD
LG