Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა ქებით მოიხსენია მოკლული ქრისტიანი მინისტრი


პაკისტანში მოკლული ქრისტიანი პოლიტიკოსის დაკრძალვის ცერემონიაზე, პრემიერ-მინისტრმა რაზა იუსუფ გილანიმ განაცხადა, რომ მთავრობა ყველა ღონეს იხმარს დამნაშავეების მართლმსაჯულებისათვის გადასაცემად. უმცირესობათა საკითხების მინისტრი შაბაზ ბჰატი, რომელიც მინისტრათა კაბინეტის ერთადერთი ქრისტიანი წევრი იყო, ოთხშაბათს მოკლეს ისლამაბადში. პასუხისმგებლობა იკისრეს ალ-ყაიდამ და პაკისტანის თალიბანმა. მანამდე ბჰატის ემუქრებოდნენ ღვთის გმობის შესახებ კანონისადმი მისი კრიტიკული დამოკიდებულების გამო. ეს კანონი ისლამის შეურაცხყოფისათვის სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. ბჰატის დაკრძალვის ცერემონიაზე პრემიერ-მინისტრმა ქებით მოიხსენია მისი დამსახურებები, ამასთან მას არ უხსენებია არც ისლამისტი ექსტრემისტები და არც ღვთის გმობის შესახებ კანონი.
XS
SM
MD
LG