Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსნიაში პროტესტი გამოთქვეს ყოფილი გენერლის დაპატიმრების გამო


ბოსნიის დედაქალაქში დღეს 5000-მდე ადამიანი მონაწილეობდა დემონსტრაციაში მოთხოვნით, გაათავისუფლონ ბოსნიის არმიის ყოფილი გენერალი იოვან დივიაკი, რომელიც ავსტრიაში დააპატიმრეს მისთვის სერბიაში წაყენებული ბრალდებების საფუძველზე. დემონსტრანტები ავსტრიის საელჩოსთან შეიკრიბნენ, რის შემდეგაც სარაევოს ცენტრს მიაშურეს. სერბია დივიაკს ადანაშაულებს იუგოსლავიის არმიის ბადრაგზე თავდასხმაში, რომელიც 1992 წელს, ბოსნიის ომის დასაწყისში განხორციელდა. ავსტრიის სასამართლო განიხილავს ყოფილი გენერლის სერბიაში ექსტრადიციის საკითხს.
XS
SM
MD
LG