Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში პროტესტი გამოთქვეს ნატოს იერიშისას ბავშვების დაღუპვის გამო


ქაბულში ასობით ადამიანმა პროტესტი გამოთქვა 2 მარტს ნატოს საჰაერო იერიშის შედეგად ცხრა ბავშვის დაღუპვის გამო. იერიში აღმოსავლეთში მდებარე კუნარის პროვინციაში განხორციელდა, როცა ბავშვები ფიჩხს აგროვებდნენ. „სიკდილი ამერიკას“ იძახდნენ დემონსტრანტები, რომლებმაც ქალაქის ცენტრში ჩაიარეს დაღუპული ბავშვების სურათებით. როგორც საინფორმაციო სააგენტო როიტერსის კორესპონდენტს უთხრა დემონსტრაციის ერთ-ერთმა მონაწილემ, აზადამ, დასავლეთის მთავრობები სათანადო ყურადღებას არ აქცევენ ამ ტრაგედიას. „საერთაშორისო თანამეგობრობა მოწმეა, ვინ დაიღუპა ნატოს ოპერაციის შედეგად, მაგრამ ის სათანადო ყურადღებას არ იჩენს. ჩვენ გვინდა, ყურადღება გავამახვილოთ ამ საკითხზე“, უთხრა აზადამ როიტერსს. ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერმა საერთაშორისო ძალებმა, რომელთაც ნატოს სარდლობს, ბოდიში მოიხადა ინციდენტის გამო. მისი განმარტებით, ბავშვები შეცდომით ჩათვალეს მეამბოხეებად, რომლებმაც მანამდე იერიში განახორციელეს იქვე მდებარე, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე.
XS
SM
MD
LG