Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუწყებიან, რომ მთიან ყარაბაღთან ახლოს აზერბაიჯანელი ბავშვი მოკლეს


აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება, რომ მთიანი ყარაბაღის რეგიონთან ახლოს სომხეთის სნაიპერმა 9 წლის აზერბაიჯანელი ბიჭი მოკლა. სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ბიჭი თავის არეში დაიჭრა „მას შემდეგ, რაც სომხეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიიდან სნაიპერმა გახსნა ცეცხლი“ - და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ყარაბაღის თვითგამოცხადებულმა მთავრობამ ცნობა უარყო. მიმდინარე წელს ეს მსხვერპლის უკვე მეხუთე შემთხვევაა - ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს ყარაბაღის ომის ბოლოს, 1994 წელს დადებული ზავის დარღვევაში. რეგიონში ძალადობის გახშირებას საერთაშორისო შუამავლები შეშფოთებით ხვდებიან.
XS
SM
MD
LG