Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ადგილობრივი არჩევნები გაიმართა


რუსეთის 12 რეგიონში ადგილობრვი პარლამენტების არჩევნები ჩატარდა. რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, ლეონიდ ივლევის თქმით, არჩევნებში მონაწილეთა რიცხვი უფრო მაღალია, ვიდრე წინა კენჭისყრებისას, საჩივრების რიცხვი კი - ნაკლები. მას დეტალებზე არ უსაუბრია. ეს უკანასკნელი არჩევნებია რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნებამდე, რომელიც მიმდინარე წლის დეკემბერში გაიმართება. 2012 წლის მარტში კი ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. რეგიონულ არჩევნებს პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის მმართველი პარტიის, „ედინაია როსიას“ ძალის გამოცდად მიიჩნევენ. როგორც იტყობინებიან, „ედინაია როსია“ უმრავლესობას მოიპოვებს 12 რეგიონულ საკანონმდებლო ორგანოში. თუმცა საზოგადოებრივი აზრის უკანსაკნელი გამოკითხვები მოწმობს, რომ პარტიის პოპულარობა ეცემა.
XS
SM
MD
LG