Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოქვეყნდა ახალი მონაცემები იაპონიაში დაღუპულთა შესახებ


იაპონიის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ახალი მონაცემები კატასტროფული მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა რაოდენობის შესახებ. ოფიციალურად დადასტურებულია 2 414 ადამიანის სიკვდილი; უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 3 000-ზე მეტი.ყველაზე დიდია მსხვერპლი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე მიაგის პრეფექტურაში. ეს მონაცემები საბოლოო არ არის. ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, ცუნამის მსხვერპლთა რიცხვი შესაძლოა 10 000-ს აჭარბებდეს.
XS
SM
MD
LG