Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიის იმპერატორმა თანამემამულეებს მიმართა


იაპონიის იმპერატორმა აკიჰიტომ დღეს თანამემამულეებისადმი სატელევიზიო მიმართვაში „ღრმა შეშფოთება“ გამოხატა კრიზისის გამო, რომელიც იაპონიაში შეიქმნა პარასკევის ძლიერი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად. დღესვე, უფრო ადრე დროებით შეწყდა მუშაობა მიწისძვრით დაზარალებულ ატომურ ელექტროსადგურზე ტოკიოს ჩრდილოეთით, რადიაციის მაღალი მაჩვენებლების გამო. მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ ფუკუსიმის საწარმო რამდენიმე აფეთქებით და ხანძრით არის დაზიანებული. საინფორმაციო საშუალებების ცნობით, სამხედრო ვერტმფრენებმა დღეს ვერ შეძლეს წყლის დასხმა რეაქტორზე, სადაც მაღალმა რადიაციამ მწყობრიდან გამოიყვანა გამაგრილებელი სისტემა. მთავრობის დღევანდელი განცხადებით, რადიაცია უშუალო საფრთხეს არ უქმნის ჯანმრთელობას ფუკუსიმის საწარმოს გარშემო 20-კილომეტრიანი რადიუსის მიღმა. ამ ტერიტორიიდან ევაკუაცია უკვე განხორციელებულია.
XS
SM
MD
LG