Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში გაასამართლეს რუსი პროგრამისტი


რუსი საკომპიუტერო პროგრამისტი, სერგეი ალეინიკოვი აშშ-ში, ნიუ იორკში გაასამართლეს საფინანსო ფირმის გოლდმან საქსის საკომპიუტერო კოდის მოპარვისთვის. ალეინიკოვს 97 თვით მიესაჯა პატიმრობა. ის გოლდმან საქსში მუშაობდა, როცა ფირმის საკუთარი საკომპიუტერო კოდი მოიპარა იმ განზრახვით,“რომ შემდეგ, კონკრუნეტი ფირმისთვის გადაეცა. პატიმრობასთან ერთად, ალეინიკოვს, რომელიც აშშ-ის და რუსეთის მოქალაქეა, ჯარიმის სახით დაეკისრა 12 ათას ხუთავი დოლარის გადახდა.
XS
SM
MD
LG