Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიიამ დაკავებული იტალიური გემი გაათავისუფლა


ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლის ნავსადგურში დაკავებული იტალიური გემი, რომლის ეკიპაჟი რვა იტალიელის, ორი ინდოელი მოქალაქის და ერთი უკრაინელისგან შედგება, გაათავისუფლეს. ადრე იტალიამ განაცხადა, რომ მზად არის მიიღოს გადამჭრელი ზომები იტალიური გემის ეკიპაჟის განთავისუფლებისთვის. გემი ნეაპოლის ერთ-ერთ კომპანიას ეკუთვნის. იტალიამ საერთაშორისო სამხედრო ოპერაციის მონაწილე ქვეყნებს ნება დართო მოიხმარონ მისი სამხედრო- საჰაერო ბაზები ლიბიის თავზე ფრენისათვის აკრძალული ზონის შექმნის გადაწყვეტილების ჩარჩოებში.
XS
SM
MD
LG