Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიის სამხედრო ოპერაცია ნაწილობრივ ნატომ გადაიბარა


ნატომ გადაიბარა სამხედრო მეთაურობა ლიბიის თავზე ფრენისათვის აკრძალული ზონის დამყარების ოპერაციაში. მანამდე სამხედრო მოქმედებებს აშშ ხელმძღვანელობდა. ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა თქვა, რომ ოპერაციის სხვა ასპექტები საერთაშორისო კოალიციის ხელში დარჩება. ამასობაში გრძელდება სამხედრო მოქმედებები მუამარ კადაფის ერთგული ძალების წინააღმდეგ. ამერიკის სამხედრო მეთაურობის თქმით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ლოიალისტების მისამართით 14 ფრთოსანი რაკეტა ისროლეს.
XS
SM
MD
LG