Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანი აკრიტიკებს აშშ-ის რეიდს ოსამა ბილ ლადენის წინააღმდეგ


პაკისტანის განცხადებით, ის მეტად შეშფოთებულია აშშ-ის მიერ „სათანადო უფლების გარეშე“ განხორციელებული რეიდით, რომელსაც ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაცია მოჰყვა. როგორც მთავრობის დღევანდელ განცხადებაშია ნათქვამი, რეიდი არ უნდა იქცეს პრეცედენტად პაკისტანში შეერთებული შტატების მომავალი ქმედებებისთვის. უფრო ადრე პაკისტანის პრეზიდენტმა ასიფ ალი ზარდარიმ განაცხადა, რომ ბინ ლადენის წინააღმდეგ მიმართული რეიდი არ ყოფილა პაკისტანთან ერთად განხორციელებული ოპერაცია. ვრცელდება აგრეთვე შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დირექტორის, ლიონ პანეტას განცხადება პაკისტანთან ამ საკითხში თანამშრომლობაზე უარის მიზეზის შესახებ. პანეტას განმარტებით, „გადაწყდა, რომ პაკისტანელებთან ერთად მუშაობის ნებისმიერ ძალისხმევას შესაძლოა, საფრთხე შეექმნა მისიისთვის. მათ შესაძლოა, გაეფრთხილებინათ მიზანში ამოღებული პირები“. ბინ ლადენი კვირას მოკლეს ისლამაბადთან მდებარე ქალაქ აბათობადში, ამერიკელების საიდუმლო ოპერაციის შედეგად.
XS
SM
MD
LG