Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ფათაჰი” და ”ჰამასი” ხელს აწერენ შეთანხმებას


პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი და ჰამასის ლიდერი ხალედ მეშაალი დღეს კაიროში ხელს მოაწერენ შეთანხმებას, რომელიც გულისხმობს პალესტინის ორ უდიდეს ფრაქციას ”ფათაჰსა” და ”ჰამასს” შორის ოთხწლიანი დაპირისპირების დასრულებას. შეთანხმება ითვალისწინებს ერთობის მთავრობის ფორმირებას და ერთი წლის განმავლობაში არჩევნების გამართვას. ეგვიპტე შუამავლობდა გასულ კვირაში ამ შეთანხმების მიღწევას. ”ჰამასი”, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს და ”ფათაჰი”, რომელიც მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირს მართავს, იმედოვნებენ, რომ შეთანხმება იქნება უმთავრესი ფაქტორი პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნაში. ”ფათაჰსა” და ”ჰამასს” შორის მწვავე დაპირისპირება დაიწყო 2007 წლის ივნისიდან, როცა ”ჰამასმა” ღაზაზე კონტროლი დაამყარა. ისრაელი გმობს შეთანხმებას და აცხადებს, რომ ”ფათაჰმა” ან ”ჰამასთან” უნდა ითანამშრომლოს, ან ისრაელთან.
XS
SM
MD
LG