Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში დააპატიმრეს ფეისბუკის ოპოზიციონერი მომხმარებელი


აზერბაიჯანში ორნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯეს ახალგაზრდა ოპოზიციონერ ჯაბარ სავალანს, რომელმაც სოციალური ქსელი ფეისბუკი გამოიყენა მოწოდებისთვის, რომ აზერბაიჯანშიც მიბაძონ არაბული ქვეყნების საპროტესტო აქციებს. 20 წლის ჯაბარ სავალანი სტუდენტია, ოპოზიციური სახალხო ფრონტის მომხრე. ის თებერვალში დააკავეს ოპიუმის ფლობაში ბრალდების საფუძველზე მას შემდეგ, რაც ფეისბუკზე დაწერა „რისხვის დღის“ შესახებ. სავალანს პატიმრობა მიუსაჯეს სწორედ ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდების საფუძველზე. უფლებადამცავი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალი“ აზერბაიჯანის ხელისუფლებას აკრიტიკებს, მისი შეფასებით, ინტერნეტის აქტივისტების წინააღმდეგ რეპრესიების გამო.
XS
SM
MD
LG