Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფუკუსიმის ბირთვული რეაქტორის შენობაში სპეციალისტები შევიდენენ


ფუკუსიმის ბირთვული სადგურის ერთ-ერთი რეაქტორის შენობაში დღეს, მცირე ხნით, სპეციალისტები შევიდნენ. ეს პირველი ასეთი აქტია 11 მარტის შემდეგ, როცა სადგურზე აფეთქება მოხდა მიწისძვრის და ცუნამის შედეგად. სპეციალისტების შესვლის ხანგძლივობა მხოლოდ ათი წუთი იყო. მათ ევალებოდათ სავენტილაციო მანქანების დამონტაჟება, რათა გაიფილტროს ჰაერში არსებული რადიაქტიური მასალა. შენობის მაღალი რადიაციული ფონი არ აძლევს ადამიანებს იქ შესვლის და გამაცივებელი სისტემის შეკეთების საშუალებას. ფუკუსიმის სადგურის ავარია უდიდესი ბირთვული კატასტროფაა ბოლო 25 წელიწადში, ჩერნობილის შემდეგ.
XS
SM
MD
LG