Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრძელდება ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტი


გრძელდება ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, გირტს ვალდის კრისტოვსკისის, ვიზიტი საქართველოში. ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრების მთავარ განსახილველ თემებად სახელდება ორმხრივი თანამშრომლობისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები. ლიტველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, რომ საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობას. ლატვიის საგარეო უწყების ინფორმაციით, კრისტოვსკისი საქართველოს პრეზიდენტსაც შეხვდება. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის ოთხდღიანი ვიზიტი საქართველოში 8 მაისს დასრულდება.
XS
SM
MD
LG