Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის ძალებმა ყანდაარში მოიგერიეს თალიბების შეტევა


ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვეყნის უშიშროების ძალებმა გაანადგურეს თალიბანის მეამბოხეთა იმ ჯგუფის უკანასკნელი მეომარი, რომელიც შაბათს თავს დაესხა სამთავრობო შენობებს ქალაქ ყანდაარში. შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო შაბათს, როცა თალიბანის მეომრების შეიარაღებულმა ჯგუფმა ყანდაარში მთავრობის რამდენიმე შენობას შეუტია. აქაიქ შეტაკებები ორი დღის მანძილზე გრძელდებოდა, ვიდრე კვირას საღამოს უშიშროების ძალებმა არ მოკლეს ბოლო თავდამსხმელი, რომელიც სასტუმროს შენობას აფარებდა თავს. ავღანეთის შსს-ს ცნობით, ყანდაარში ამ ორი დღის მანძილზე 25 თალიბი მეამბოხე და უშიშროების ორი თანამშრომელი მოკლეს.
XS
SM
MD
LG