Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანში 64-ე კინოფესტივალი გაიხსნება


დღეს საღამოს კანში 64-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნება - აჩვენებენ ამერიკული კინოს ვეტერანის, ვუდი ალენის ფილმს „შუაღამე პარიზში“, რომელშიც ერთ-ერთ შედარებით მცირე როლს საფრანგეთის პრეზიდენტის მეუღლე, კარლა ბრუნი ასრულებს. ჟიურის თავმჯდომარე ამერიკული კინოს კიდევ ერთი ვეტერანი, მსახიობი რობერტ დე ნიროა. საკონკურსო პროგრამა კი ავტორიტეტიანი რეჟისორების სიჭარბით გამოირჩევა - კანში ახალი ფილმები ჩაიტანეს პედრო ალმოდოვარმა, ძმებმა დარდენებმა, ტერენს მალიკმა, ლარს ფონ ტრიერმა, აკი კაურისმაკიმ და სხვებმა. კანის კინოფესტივალი 22 მაისს დაიხურება მთავარი პრიზის - ოქროს პალმის - გადაცემით.
XS
SM
MD
LG