Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი მიგრაციაზე მსჯელობს


ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრები დღეს ბრიუსელში შეიკრიბნენ მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოსალაპარაკებლად. მინისტრები განიხილავენ ევროკავშირის წინადადებას, რომელიც ითვალისწინებს სასაზღვრო კონტროლის დროებით აღდგენას შენგენის ზონაში მიგრაციის მკვეთრი მატების შემთხვევაში, ან იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის რომელიმე წევრი ვერ შეძლებს, სათანადოდ აკოტროლოს ევროკავშირში არ-შემავალ ქვეყნებთან საზღვრები. წინადადება შემუშავდა მას შემდეგ, რაც შენგენის წევრებს, საფრანგეთსა და იტალიას შორის აპრილში უთანხმოება გამოიწვია ჩრდილოეთ აფრიკიდან ჩასული 28 000 მიგრანტის გადაადგილების საკითხმა. ბრიუსელში მოლაპარაკებების დაწყებამდე დანიამ გამოაცხადა, რომ სამ კვირაში განაახლებს საბაჟო კონტროლს შვედეთთან და გერმანიასთან საზღვრებზე. დანია განმარტავს, რომ მისი მიზანია დამნაშავეობასთან ბრძოლა და რომ საბაჟო კონტროლის აღდგენა არ ეწინააღმდეგება შენგენის ზონის წესებს.
XS
SM
MD
LG