Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი: რუსეთი უნდა შეუერთდეს ევროპის ანტისარაკეტო სისტემას


რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ევროპის თავდაცვითი ანტისარაკეტო სისტემა არაეფექტიანი იქნება და დაემუქრება სტაბილურობას, თუკი მასში არ იქნება ჩართული რუსეთი. ამის თაობაზე რუსეთის პრეზიდენტი წერს ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებს. რუსეთმა შარშან შესთავაზა ნატოს წინადადება, ჩართულიყო ასეთ სისტემაში. მაისის დასაწყისში მოსკოვმა შეშფოთება გამოთქვა ვაშინგტონსა და ბუქარესტს შორის დადებული შეთანმხების გამო, რომლის თანახმად, რუმინეთში, ყოფილ საბჭოთა სამხედრო-საჰაერო ბაზაზე აშშ-ის რაკეტების გადამტაცები განთავსდება.
XS
SM
MD
LG