იაპონიის ბირთვულმა ელექტროსადგურმა ჰამაოკამ, რომელიც სეისმურად აქტიურ არეალში მდებარეობს, შეწყვიტა მუშაობა. დღეს დაასრულა მუშაობა სადგურის ბოლო, მეხუთე რეაქტორმა. სადგური 200 კილომეტრშია ტოკიოდან და მას ხუთი ბირთვული რეაქტორი აქვს. მისი დახურვა ამასწინათ მოითხოვა იაპონიის პრემიერმა კანმა. რვა კვირის წინ იაპონიაში, ფუკუსიმის ბირთვულ სადურზე მოხდა ბირთვული კატასტროფა, რომელიც უდიდესია ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ.
ყველაზე პოპულარული
1