Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონია კურილის კუნძულების გამო კრემლს კვლავ აკრიტიკებს


იაპონიამ გააპროტესტა რუსეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილის სერგეი ივანოვი ვიზიტი კურილის კუნძულებზე. იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტაკეაკი მაცუმოტომ გამოხატა „წუხილი“ და განმარტებისათვის დაიბარა იაპონიაში რუსეთის ელჩი მიხაილ ბელი. მაცუმოტომ მოუწოდა მოსკოვს შეწყვიტოს მსგავსი ვიზიტები, რომელიც ეწინააღმდგება იაპონიის პოზიციას. იაპონიის პროტესტი მოჰყვა კვირას, რუსეთის ვიცე პრემიერ-მინისტრის სერგეი ივანოვისა და რუსეთის მინისტრთა კაბინეტის წევრების ვიზიტს კურილის კუნძულებეზე. იაპონიის პროტესტის მიუხედავად რუსეთის ოფიციალური პირები აგრძელებენ კურილის კუნძულების მონახულებას. დმიტრი მედვედევი რუსეთის პირველი ლიდერია, რომელიც პირველად ჩავიდა არქიპელეგზე გასული წლის ნოემბერში.
XS
SM
MD
LG